Friday, January 4, 2019



ურბან II–ის მიერ ჯვაროსნული ომის გამოცხადება კლერმონში, 1095 წელს

კლერმონის საბჭო — საეკლესიო კრება, რომელიც რომის პაპმა ურბან II-მ მოიწვია საფრანგეთის ქალაქ კლერმონში (ამჟამად კლერმონ-ფერანი) 1095 წლის 18 ნოემბერს სასულიერო-ადმინისტრაციული და სასულიერო-პოლიტკური საკითხების გადასაწყვეტად. საბჭოს დაესწრო დიდი რაოდენობით კათოლიკე სასულიერო პირი და ასევე მრავალი საერო პირიც (ძირითადად რაინდები). საბჭომ ეკლესიიდან განდევნა საფრანგეთის მეფე ფილიპ I, რომელმაც ცოლი მიატოვა და ხელმეორედ იქორწინა 1092 წელს. საბჭოს დასრულების შემდეგ ურბან II-მ საკუთარ სიტყვაში 26 ნოემბერს საზოგადოებას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა ღვთის ქალაქის (იერუსალიმის) მუსულმანებისგან გასანთავისუფლებლად, შეჰპირდა რა ამით მათი ცოდვების განტევებას, ვალების ჩამოწერას და სხვ.

ურბან II (ლათ. Urbanus PP. II) (საერო სახელი ედ (ოდო) დე შატიიონ დე ლაჟერი, იტალ. Odon de Lagery; დ. 1042 — გ. 29 ივლისი, 1099) — რომის პაპი 1088 წლის 12 მარტიდან 1099 წლის 29 ივლისამდე. აგრძელებდა გრიგოლ VII-ს პოლიტიკას. 1095 წელს მის მიერ მოწვეულ კლერმონის საბჭოზე პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა მუსულმანთა წინააღმდეგ, რისთვისაც ლაშქრობის მონაწილეებს ცოდვების მიტევებას შეჰპირდა.
გამომწვევი მიზეზები

 აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დაპირისპირების ერთერთ ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს ჯვაროსნული ლაშქრობები. სულ გაიმართა 8 ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1096 (1095) - 1270 წლების შუალედში.
 XI საუკუნეში თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს გაძლიერებით შეშფოთებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა დასახმარებლად რომის პაპს მიმართა, პაპი ურბან II გაგებით მოეკიდა ამ თხოვნას. 1095 წელს . კლერმონში, საეკლესიო კრებაზე პაპმა ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც ევროპელ მეფე-მთავრებსწმინდა მიწისგასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობებისაკენ მოუწოდა. ურბან II-ის სიტყვებით, ამ ლაშქრობის მიზანი აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების დახმარება და ქრისტეს საფლავის (. იერუსალიმში) თურქ-სელჩუკებისაგან გათავისუფლება იყო. ლაშქრობის მონაწილეებს ის ზეციურ სამოთხეს დაჰპირდა. რომის პაპისა და ევრეპელი მეფე-მთავრების მზადყოფნა, ხმლით ხელში ებრძოლათურწმუნოებისწინააღმდეგ სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული.
  • რომის პაპებს სურდათ - ბიზანტიაში და თურქ-სელჩუკების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობის, ახალი ქვეყნების, მიწებისა და ეპარქიების თავისი ძალაუფლების ქვეშ მოქცევა.
  • ლაშქრობებში წასულები ხომ ხშირად თავის დანაზოგს ეკლესიას სწირავდნენ ან ეკლესიის მფარველობაში ტოვებდნენ თავის საკუთრებას. ყოველივე ამის შედეგად კათოლიკური ეკლესიის სიმდიდრე თანდათან იზრდებოდა. ასე, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები მათ მოუტანდა ახალ შემოწირულობებსა და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების ზრდას;
  • გარდა ამისა კათოლიკური ეკლესია, ჯვაროსნულ ლაშქრობებს აღმოსავლეთშიწმინდა ომებისმნიშვნელობას ანიჭებდა და იმედოვნებდა აღმოსავლეთის (მართლმადიდებლური) და დასავლეთის (კათოლიკური) საქრისტიანოს გაერთიანებას რომის პაპის ხელმძღვანელობით.
  • რომის პაპი ასევე ვარაუდობდა, რომ  შეაჩერდებდა შუღლს ევროპის დიდებულებს შორის, თუ მათ მთავარ ძალებს სელჩუკებზე წარმართავდა და ქრისტიანობის სამსახურში ჩააყენებდა.
  • ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობით დაინტერესებული იყო ევროპის რაინდობა; რომის პაპიც კარგად ხედავდა ევროპაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, სადაც უამრავი ღარიბი რაინდი იყო. ევროპელი ფეოდალები საკუთარ მიწებს სამემკვიდრეოდ მხოლოდ უფროს ვაჟებს აძლევდნენ, ანუ იცავდნენ მაიორატის წესს, რათა მათი მამული არ დანაწევრებულიყო. დანარჩენი ვაჟების ხვედრი ან სამონასტრო ცხოვრება იყო, ან _ რაინდობა. იმ დროისათვის რაინდების უმრავლესობა უმიწაწყლო იყო. ისინი ძირითადად სხვადასხვა მეფე-მთავრებს ემსახურებოდნენ, როგორც დაქირავებული მეომრები და ევროპის შუაგულში გაჩაღებულ შინაომებში მონაწილეობდნენ. ზოგიერთი მათგანი თავის გადასარჩენად ძარცვასაც არ თაკილობდა. ევროპის რაინდთა უმრავლესობა ოცნებობდა ახალ-ახალ ლაშქრობებზე, სადაც შეიძლებოდა დიდი სიმდიდრისა და მიწა-წყლის შოვნა, მითუმეტეს აღმოსავლეთში, რომლისზღაპრულ სიმდიდრეზეევროპაში ლეგენდები დადიოდა;
  • ეს ლაშქრობები დაბალი ფენის წარმომადგენლებისათვისაც არანაკლებ მიმზიდველი იყო. გლეხობა მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. მათთვის აღმოსავლეთის ლაშქრობაში მონაწილეობა ქონების დაგროვების შანსი იყო;
  • ჯვაროსნული ლაშქრობების წარმოება მნიშვნელოვანი იყო ასევე ევროპული სავაჭრო ქალაქებისათვისაც _ გენიუსათვის, ვენეციისათვის... რადგანაც თურქ-სელჩუკთა დაპყრობებმა შეაფერხა ევროპის ვაჭრობა აღმოსავლეთთან _ ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან. ამ ქალაქებს გაძლიერებული თურქ-სელჩუკების სახით კონკურენტი გამოუჩნდა  ხმელთაშიაზღვისპირეთის ვაჭრობაში. მათზე გალაშქრება კი თურქ-სელჩუკთა პოზიციებს დაასუსტებდაამასთან დახმარების სანაცვლოდ, ამ ქალაქების კონკურენტი ბიზანტიაც სხვადასხვა დათმობებზე წავიდოდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ ქალაქებისათვის.
  ასე, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები მიზნად ისახავდა არა მარტო უფლის საფლავის გათავისუფლებას და ქრისტიანობის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში, არამედ მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასაც.
  ჯვაროსნული ლაშქრობების დასაწყებად მალე ხელსაყრელი დროც დადგა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ დააჩქარა ამ სამხედრო კამპანიის დაწყება. კერძოდ,
  • 1071 წელს თურქ-სელჩუკებმა მანაზკერტთან ბრძოლაში გაანადგურეს ბიზანტიის არმია და მცირე აზიის დიდი ნაწილი დაიკავეს.
  • XI საუკუნის 90-იან წლებში ბიზანტიას პაჭანიკებიც (მომთაბარე თურქული მოდგმის ტომი) დაემუქრნენ.
 ასეთ ვითარებში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა დახმარებისათვის რომის პაპს ურბან II-ეს მიმართა.

ჯვაროსნული ლაშქრობები
1095 წ კლერმონის საეკლესიო კრებაზე პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ევროპას ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ.მათი მიზანი იყო პალესტინის წმინდა მიწისა და იერუსალიმის მუსლიმთა ბატონობისაგან გამოხსნა.3 საუკუნის მანძილზე მთელი ევროპა იყო ჩართული... ,,ასე სურს ღმერთს“...მოტივაცია სხვადასხვა იყო:ზოგი რწმენის გამო-ქრისტეს საფლავის ურჯულოთაგან გასათავისუფლებლად,ზოგი თავგადასავლებზე ოცნებობდა,ზოგი გასამდიდრებლად. XI ს-ში ევროპაში მემკვიდრეობა გადადიოდა მამიდან უფროს ვაჟზე,რის გამოც უმცროსები უმიწოდ რჩებოდნენ, უმრავლესობას მხოლოდ ცხენი და აბჯარი გააჩნდა.მათთვის ძარცვით გამდიდრება გამოსავალი იყო.კათოლიკური ეკლესია ამით პრესტიჟის გაზრდას იმედოვნებდა. სელჩუკების მოძალების გამო ბიზანტიის იმპერია სულს ღაფავდა. 1054 საეკლესიო განხეთქილების პირობებშიც კი გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა იმპერატორმა დახმარებისათვის პაპს მიმართა. პაპისათვის საერთო ქრისტიანული მოძრაობის სათავეში ჩადგომა შანსი იყო ავტორიტეტის გასამყარებლად. ამიტომ მოუწოდა ქრისტეს საფლავის გასატავისუფლებლად. თავდაპირველად ღარიბები წავიდნენ ლაშქრობაში,მაგრამ ნაწილი გზაში დაიღუპა,ნაწილი სელჩუკებმა დაატყვევეს და მონებად აქციეს.

I ლაშქრობა-1096-1099 წწ
1096 წ დაიწყეს ლაშქრობა,1097 წ გადალახეს ბოსფორის სრუტე,1098 წ ხანგრძლივი ალყის შედეგად აიღეს ანტიოქია და იერუსალიმს მიადგნენ.1099 წ 15 ივლისს 1 თვიანი ალყის მერე იერუსალიმი აიღეს.იერუსალიმის მბრძანებელი გახდა გრაფი ჟოფრუა ბულონელი,რომელმაც მიიღო ,,მაცხოვრის საფლავის მცველის“ტიტული.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა 4 ქრისტიანულ-პოლიტიკური ერთეული:  1. ედესის საგრაფო-მისი დამფუძნებელი გახდა 1098 წ ბალდუინ I ბულონელი.ედესის სამთავრომ იარსება 1146 წ-მდე, 2. ანტიოქიის სამთავრო-1098 წ დააარსა ბოემუნდ I ტარენტელმა.სამთავრომ იარსება 1268 წ-მდე, 3. იერუსალიმის სამეფო,რომელმაც იარსება 1291 წ-მდე, 4. ტრიპოლის საგრაფო,დაარსდა 1105 წ ტულუზის გრაფის რაიმონდ IV -ის მიერ,იარსება 1289 წ-მდე.
ჯვაროსნების სამფლობელოები მთლიანად მოიცავდა იმ ტერიტორიებს,რომელთა გავლითაც წარმოებდა ევროპის ვაჭრობა ინდოეთთან და ჩინეთთან. ეგვიპტე ამ სავაჭრო გზას მოწყვეტილი აღმოჩნდა. ევროპაში საქონლის შეტანა ჯვაროსანთა ტერიტორიების გავლით ხდებოდა.ამიტომ მოიპოვეს მონოპოლია ჯვაროსნებმა ამ გზაზე და გამდიდრდნენ.მათ წმინდა მიწაზე დაიწყეს ციხესიმაგრეების აგება.
პირველი ლაშქრობისას განცდილი მარცხის  შემდეგ მუსლიმებმა შეუტიეს ჯვაროსნებს.დაიწყო გაუთავებელი ომები,ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადიოდა. სულ 8 ლაშქრობა იყო.
IV ლაშქრობა(1202-1204 წწ)
წმინდა მიწის ნაცვლად კონსტანტინოპოლში დასრულდა. ბიზანტიაში შინააშლილობა იყო.ტახტის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა დახმარებისათვის მიმართა პაპს და ჯვაროსნებს. ჯვაროსნები აქტიურად ჩაერთნენ ბიზანტიის საშინაო საქმეებში.1204 წ 12 აპრილს მათ აიღეს კონსტანტინოპოლი და ქალაქი გაძარცვეს. აქ შექმნეს ლათინთა იმპერია,რომელმაც იარსება 1261 წ-მდე.
ჯვაროსნულმა ომებმა დიდი გავლენა იქონია სამხედრო ხელოვნების განვითარებაზე,დაიხვეწა ციხესიმაგრეთა მშენებლობის ტექნიკაც,რადგან თავდაცვაზე ზრუნავდნენ პირველ ხანებში. ჯვაროსნულმა ომებმა ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ორი სამყაროს-ისლამურსა  და ქრისტიანულს შორის სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების გაღრმავება და ურთიერთზეგავლენა.
სარაინდო ორდენები
ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ რაინდთა ნაწილი ევროპაში დაბრუნდა,ნაწილი კი აღმოსავლეთში დარჩა და იქ შექმნა ევროპულის მსგავსი სახელმწიფოები. ჯვაროსნულ სახელმწიფოებს დაცვა სჭირდებოდა,რადგანაც მტრულ გარემოში იყვნენ. მათი დაცვა იკისრა სარაინდო ორდენებმა,რომელთა წევრები თავს ,,ქრისტეს მხედრობას“უწოდებდნენ.ისინი,როგორც სასულიერო პირები,აღთქმას დებდნენ,რომ არ დაქორწინდებოდნენ,იცხოვრებდნენ ღარიბულად და იარაღით ხელში დაიცავდნენ ქრისტიანებს.მაგრამ მოკლე დროში ისინი გამდიდრდნენ,დაივიწყეს აღთქმა.უძველესი ორდენი დაარსდა XII ს-ში ჰოსპიტალიერების ანუ იოანიტების. ეს სახელი ეწოდა წმინდა იოანე იერუსალიმელისაგან, რომლის სახელობაზეც ჰოსპიტალი(დავრდომილთა თავშესაფარი)ჰქონდათ მოწყობილი,სადაც ორდენის დამაარსებელი რაინდები პილიგრიმებს(მლოცველებს) პატრონობდნენ. იოანიტებს ეცვათ შავი მოსასხამი,თეთრი ჯვრით.ისინი დასახლდნენ კუნძულ კვიპროსზე 1291 წ,სადაც საკუთარი ფლოტიც შექმნეს. შემდეგ კუნძულ როდოსზე (1309 წ), XVI (1530 წ) ს-ში კი მალტაზე გადასახლდნენ,რის გამოც მათ მალტის ორდენის რაინდები ეწოდათ.მეორე იყო ტამპლიერთა ორდენი,რომელიც ფრანგმა რაინდებმა დააარსეს იერუსალიმში (დაახლ.1118-1119 წწ).ტამპლიერების ანუ მეტაძრეების (ფრანგ.Temple-ტაძარი) ადგილსამყოფელი იყო სოლომონ ბრძენის ტაძრის სავარაუდო ადგილას. ისინი ატარებდნენ თეთრ მანტიას წითელი ჯვრით.ისინი ისე გამდიდრდნენ,რომ მათ სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა.ტამპლიერები ფულს სწირავდნენ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს და სანაცვლოდ ითხოვდნენ ლოცვებში მოხსენიებას. შემდეგ ორდენი პარიზში გადავიდა,ის იმდენად გამდიდრდა,რომ მისი მევალეები მონარქებიც კი იყვნენ.საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზმა გადაწყვიტა მოესპო ეს ორდენი და მის ქონებას დაუფლებოდა.1307 წ ისინი დააპატიმრეს და 1313 წ კოცონზე დაწვეს.ერთი წლით ადრე კი მეფემ პაპი აიძულა,ორდენი დაშლილად გამოეცხადებინა.მესამე იყო ტევტონთა ორდენი-გერმანული(უმეტესობა გერმანელები იყვნენ).XIII ს-ში შეიქმნა პალესტინაში,მაგრამ მალე გადაიტანა ბალტიისპირეთში ორდენის წევრმა პოლონელმა მთავარმა მაზოვეცკიმ წარმართი ლიტველი ტომის-პრუსების დასამორჩილებლად. დაიმორჩილა პრუსები და შექმნა სამხედრო-თეოკრატიული სახელმწიფო.ორდენმა ხელი მიჰყო ვაჭრობასა და მევახშეობას.ატარებდნენ თეთრ მოსასხამს შავი ჯვრით.ორდენები ბევრგან ჩამოყალიბდა. თითოეული ორდენის სათავეში იყო დიდი მაგისტრი.საერთო საქმეებს წყვეტდა ,,ძმათა საბჭო“. მათი თავდაპირველი მიზანი იყო აღმოსავლეთში ავადმყოფ ჯვაროსანთა მოვლა და პილიგრიმების დაცვა მუსლიმთაგან.ევროპელები ორდენს დიდ ფულს სწირავდნენ,ამიტომ მათ მიმართეს მევახშეობას და ვაჭრობას.
ჯვაროსნები და საქართველო
ჯვაროსნებთან კონტაქტი ჯერ კიდევ დავითის დროს იყო.XIX ს-ში იოანე ბატონიშვილი ,,კალმასობაში“წერს,რომ იერუსალიმის მეფე ბალდუინ II ჩამოვიდა საქართველოში, მუსლიმთა წინააღმდეგ მოკავშირეს ეძებდა საქართველოს სახით. XII ს-ის ჯვაროსნული ომების მემატიანე გოტიე წერს,რომ დიდგორის ბრძოლაში 200 ფრანგი მონაწილეობდა.
1221 წ 7 ივნისს რომის პაპმა ჰონორიუსმა წერილი გაუგზავნა ლაშა-გიორგის, ,,წმინდა მიწის დასაცავად“მოუწოდა.შემდეგ რუსუდანსაც მიმართა. საქართველო ამისთვის მზად იყო,მაგრამ მონღოლები მოვიდნენ.